“თქვენთის რა იქნება კარგი, რომ დეზდემონამ დაახრჩოს ოტელო?!” – ასე უპასუხა რუსთაველის თეატრის მსახიობმა, გოგა ბარბაქაძემ ჟურნალისტების კითხვას, როცა მას ჰკითხეს, რატომ გამოესარჩლა ის თეატრის სამხატვრო დირექტორს, რობერტ სტურუას.
“შეურაცხყოფას რას გულისხმობთ, რეპეტიციის დროს რომ ეტყვის რაღაცას ჩხუბით. მეც მეუბნება ხოლმე და ყველას ეუბნება. ქალს რეპეტიციაზე არ მისცეს შენიშვნა? თქვენთის რა იქნება კარგი, რომ მართლა ახლა რომ დეზდემონამ დაახრჩოს ოტელო?!” – თქვა გოგა ბარბაქაძემ.
დღეს, რუსთაველის თეატრთან მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. რუსთაველის თეატრის მსახიობების უკმაყოფილოება თეატრის სამხატვრო დირექტორის, რობერტ სტურუას კრიტიკამ გამოიწვია. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ და სოლიდარობას უცხადებენ ნინუცა მაყაშვილს.
ცნობისათვის, გადაცემაში ფარულ კონვერტი ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა.
ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს. თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა დროებით ყველა როლიდან მოხსნა.