ტექნიკური შესვენების შემდეგ „პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში არ გამოცხადდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
გამოვლენილი უპატივცემულობის გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ დაკარგეს ინტერესი, გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობა, დაუსვან კითხვები მოსარჩელე მხარეს“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
ტექნიკურ შესვენებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მოსამართლემ ნიკა გვარამიას დარბაზი დაატოვებინა.
- “კოალიცია ცვლილებები“ წევრები საკონსტიტუციოში სხდოამზე აღარ დაბრუნდებიან, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სხდომიდან გაძევების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
- მისი თქმით, დღეს ისინი აღარ აპირებენ სხდომათა დარბაზში დაბრუნდნენ, ხვალ კი რევაზ ნადარაიას აცილების საკითხს დააყენებენ.

