რთხოებას პირდაპირ ემუქრება.
ლიბიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ალ-კონიმ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა და თავდასხმას “ტერორისტული” უწოდა. მან აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაცია აღიარა და მისით იამაყა კიდეც.
“დაუყოვნებლივ დავიწყებთ ყველა აუცილებელი სამართლებრივი და დიპლომატიური ზომის მიღებას – როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე – რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ლიბიის სუვერენიტეტი დაარღვია და მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა. ეს მოიცავს საკითხის გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის, უშიშროების საბჭოსა და სხვა შესაბამისი ორგანიზაციებისთვის გადაცემას, რათა ლიბიის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უფლებები ყველა კანონიერი საშუალებით დავიცვათ.” – განაცხადა ალ-კონიმ და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევისკენაც მოუწოდა.
მან ასევე მოითხოვა ზელენსკის ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სადამკვირვებლო სიაში შეყვანა და თავდასხმების შესაჩერებლად გადაუდებელი ზომების მიღება.
თავის მხრივ, ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის პორტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს.
“რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაგრძელება არცერთ მხარეს არ აძლევს უფლებას, სამხედრო მოქმედებები ლიბიის ტერიტორიაზე გადაიტანოს ან ლიბიის სუვერენული სივრცე ანგარიშსწორების ასპარეზად გამოიყენოს, გაეროს წესდების პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმების დარღვევით.” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ლიბიის სანაპიროსთან უკრაინულმა ძალებმა შვიდი საზღვაო დრონით რუსული კორვეტი “მერკური” ჩაძირეს. მისი თქმით, კორვეტთან ერთად განადგურდა Ka-27-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენიც, ხოლო იარაღის გადასაზიდად გამოყენებულ რუსულ მშრალტვირთმზიდ MV ANGARA-ს დარტყმა მიაყენეს.

