რუსთაველის თეატრთან მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. რუსთაველის თეატრის მსახიობების უკმაყოფილოება თეატრის სამხატვრო დირექტორის, რობერტ სტურუას კრიტიკამ გამოიწვია. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ და სოლიდარობას უცხადებენ ნინუცა მაყაშვილს.
ცნობისათვის, გადაცემაში ფარულ კონვერტი ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა.
ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს. თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა დროებით ყველა როლიდან მოხსნა.
ფოტო: მთავარი არხი