ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯებისას პარტნიორების აზრს გაითვალისწინებს

ქართული ოცნების თავმჯდორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოცნება გაითვალისწინებს ამერიკელი პარტნიორების მოსაზრებებსა და რჩევებს შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას. ამის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

“პარტნიორებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური დიალოგის პროცესზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების მოსმენა. ბუნებრივია, მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას”, – წერს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე აშშ-ში საქმიანი ვიზიტით 12 აპრილს გაემგზავრა.

იტვირთბა....