ახალი ამბები მთავარი

ლევან ხურცია: უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრისა დასის მიმართ

“უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრისა დასის მიმართ, შეგრძნებაა თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი!!!” – ამის შესახებ მსახიობი ლევან ხურცია ფეისბუქზე წერს და ამით ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ლევან ხურციას თქმით, თავად ძალადობას გმობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ასევე გმობს, დაუსაბუთებელ, საჯარო ბრალდებებსაც.

“ვგმობ ყველანაირ ძალადობას და ასევე ვგმობ დაუსაბუთებელ საჯარო ბრალდებებს, რომელიც ცხოვრებას უნგრევს ადამიანს. ( არ ვგულისხმობ, რომ პრობლემა ხმამაღლა არ ითქვას, პირიქით, უნდა ითქვას, ოღონდ, რეაგირებაც უნდა მოყვეს, რომ არც ერთი მხარის უფლება არ დაირღვეს) ან მიიღეთ გადაწყვეტილება შესაბისმა ორგანოებმა და გაერკვიეთ საკითხში და დასასჯელი დაისაჯოს, ან თუ არაფრის გარკვევის სურვილი არ გაქვთ არც ერთ მხარეს, შევეშვათ თეატრის და დასის პასუხისმგებლობას, რომელიც ფაქტების გარეშე ვერანაირ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ( პირადად ვინ რას გადაწყვეტს ეს სხვა საკითხია). მორალური კუთხით თუ შევხედავთ, ერთ მხარეს ძვირფასი მსახიობის ტრაგიკული წარსულია პინაზე და მეორეზე ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი, რომლებიც არაფერ შუაში არიან.

პ.ს. მე პირადად არავის პირადი ცხოვრება არ ვიცი და ხმამაღლა ვერავის დავადანაშაულებ! მოძალადეა? პასუხი აგოს! ცილისწამებაა? – გაირკვეს. და დავასრულოთ ეს საშინელება. სანამ არაფერია დასაბუთებული ჩემი კოლეგიალური პატივისცემა ნინუცასაც და ბესოსაც!

ვიმეორებ და ვაფიქსირებ პოზიციას არა ძალადობას და არა ბულინგს. ამ დატანჯულ ქვეყანაში ვეცადოთ რომ ერთმანეთის ელემენტარული პატივისცემა არ დავკარგოთ”, – წერს ლევან ხურცია.

გადაცემაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს.  თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

იტვირთბა....