ახალი ამბები მთავარი ციტატა

ნინუცა მაყაშვილი: რთულია ამის ხმამაღლა თქმა იმიტომ, რომ გრცხვენია, გეშინია

[su_quote]ძალიან რთულია ამის ხმამაღლა თქმა იმიტომ, რომ გრცხვენია, გეშინია და არ ხარ ამისთვის მზად. თუნდაც თერთმეტი წელი იყოს, მე ამ დღემდე მოვდიოდი, რა მნიშვნელობა აქვს ამას 11 წელი დასჭირდებოდა თუ 21 წლის მერე ვიტყოდი. ჩემი მიზანი არ იყო ის, რაც ახლა მოხდა და რა კუდებიც გამოება, ჩემი მიზანი იყო სწორედ ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი რაც რუსთავი 2-ში ვმუშაობ, ვინც მსგავს სიტუაციაშია და ძალიან ბევრჯერ შევეხე ამ თემას და მე როგორც აქედან გაზრდილი და გაძლიერებული ადამიანი, ყველაფერ გადალახული, თავი ჩავთვალე საჭიროდ და ეს ნაბიჯი საჭიროდ, რომ ამ ქალებისთვის მეჩვენებინა, რომ ის რა მდგომარეობაშიც ისინი არიან და რაზეც ფიქრობენ, რომ ეს არის ნორმა, რასაც მეც ვფიქრობდი 11 წლის წინ, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრება და მე ასე უნდა მეცხოვრა. მე ამ ქალებისთვის მინდოდა მეჩვენებინა, რომ აღარ არის ის დრო, რომ ჩუმად ვიყოთ. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ამაზე[/su_quote]

ეს განცხადება ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ღამის კურიერის ეთერში გააკეთა.

გადაცემაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს.  თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

იტვირთბა....