[su_quote]იცოდე, რომ მაგარი გოგო ხარ! სამაგალითო იყო შენი საქციელი და ძალიან საჭირო იყო ამის გასაჯაროება. არავის არ უნდა შერჩეს ძალადობა! გვერდში მიგულე[/su_quote]
ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ნინუცა მაყაშვილის განცხადებას, რომ მასზე ბესო ზანგური ძალადობდა.
გადაცემაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს. თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.