aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

ბუღაძე: მოძალადისგან არც ჩოგნის ქნევით მოპოვებული გამარჯვება ჩაითვლება ღირებულებათ და არც სცენაზე დგომა, ამოიღეთ ხმა!

მოძალადე ფსიქოპატისგან, ვინც ფიზიკურად მასზე სუსტს ჩაგრავს, ძალადობს და აგრესიას ვერ აკონტროლებს, არც ჩოგნის ქნევით მოპოვებული გამარჯვება ჩაითვლება რაიმენაირ ღირებულებად და არც სცენაზე დგომა “მსახიობ-აკადემიკოსად” – მოძალადე მოძალადეა და სხვა ყველაფერი არააქტუალურია. ჩემი სოლიდარობა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს! ვამაყობ ამ ადამიანის გაბედულებით. მისი კოლეგების უმრავლესობისგან დუმილი კი, იმედია, დროებითია… ამოიღეთ ხმა!
aviabiletebi
ავიაბილეთები

ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე ნინუცა მაყაშვილის განცხადებას, რომ მასზე ბესო ზანგური ძალადობდა.

გადაცემაში ფარულ კონვერტი ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა რომელიც მასზე ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ბესო ზანგური მასზე ორსულობის დროსაც ძალადობდა. ნინუცა მაყაშვილი გაკეთებული განცხადების შემდეგ, პროკურატურაში დაიბარეს.  თავად ზანგური კი მაყაშვილს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მაყაშვილს უკვე მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა. მეტრონომი მაცხონაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ცდილობს, თავად ბესო ზანგურს დაუკავშირდეს.

იტვირთბა....