ახალი ამბები მთავარი

სამადაშვილი: გახარია არის ქართული ოცნება 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ქართული ოცნებიდან 6 დეპუტატის წასვლას მეტრონომთან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი შეერთება გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალასთან, ეს ივანიშვილის მორიგი პროექტია.

სამადაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ამ ხელისუფლებას მართვა არ შეუძლია და კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია.

“საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ქართული ოცნების რღვევას. ჯერ პრემიერმინისტრმა დატოვა, შემდგომ მინისტრებმა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება არ სარგებლობს დემოკრატიული მანდატით და ისინი ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას არსებულ ვითარებაში. ამიტომ ვადამდელი არჩევნები არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა. მათი განაცხადება, რომ გახარიას პოლიტიკურ ძალას უერთდებიან,  ეს ბიძინა ივანიშვილის მორიგი პროექტია, გახარიას პოლიტიკური ძალა კი ქართული ოცნება ორია”, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

იტვირთბა....