ქართული ოცნება 6 დეპუტატმა დატოვა. როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გადადიან.
“იცით, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრები ვართ, ვართ თანამოაზრეები. ჩვენ დღეიდან, გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც ქართული ოცნების დეპუტატები”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე.
ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე.