უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღმოსვლეთ უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა. ის ფრონტის ხაზზე სიტუაციას გაეცნო. მისი თქმით, უკრანიას მშვიდობა სჭირდება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
“როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალს, მსურს ამ მძიმე დროს დონბასში, ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად ვიყო. მოვინახულებთთ ესკალაციის ადგილებს. მარადიული ხსოვნა 23 წლის სამხედროს, რომელიც გასული ღამით მოკლეს. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს”, – დაწერა ზელენსკიმ ტვიტერის გვერდზე.
უკანასკნელი კვირეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება ძალიან დაიძაბა. მასშტაბური სამხედრო გადაადგილება შეინიშნება კონფლიქტის შეხების ხაზის ორივე მხარეს, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის.
ადგილობრივი პრესა შეტაკებების შესახებაც იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.
სეპარატისტული რეგიონების მხრიდან დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით. არმიის მზადყოფნის შემოწმება დაიწყო.