aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზს ეწვევა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღმოსვლეთ უკრაინაში ჩავა ვიზიტით და ფრონტის ხაზს ეწვევა დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში. ვიზიტის მიზანი სიტუაციის ადგილზე გაცნობაა. ამის შესახებ ინფორმციას ფრანს 24 ავრცელებს.

უკანასკნელი კვირეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება ძალიან დაიძაბა. მასშტაბური სამხედრო გადაადგილება შეინიშნება კონფლიქტის შეხების ხაზის ორივე მხარეს, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის.

ადგილობრივი პრესა შეტაკებების შესახებაც იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.

სეპარატისტული რეგიონების მხრიდან დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით. არმიის მზადყოფნის შემოწმება დაიწყო.

 

იტვირთბა....