ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ელისაშვილი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს”

“აგორებული სკანდალი აშკარა პოლიტიკური კამპანიაა და პირადად მე, ამ ყველაფერს წინასაარჩევნო პერიოდის დადგომას ვუკავშირებ”, – ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ასავალ-დასავალსთან”. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს ასეთი მძიმე ბრალდებების გაჟღერებისთანავე პროკურატურისთვის შესაბამისი მტკიცებულებები უნდა მიეწოდებინა, თუმცა, იგი ტელეკამერების წინ განცხადებებით შემოიფარგლა.

„თუ მართლა ჰქონდა ადგილი კორუფციულ დანაშაულს, რაზეც ბატონი ელისაშვილი ლაპარაკობს, მაშინ ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ ასეთი დანაშაული არ დადასტურდება, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ბატონი ელისაშვილი”, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ელისაშვილმა რამდენიმე ხნის წინ სენსაციური განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ მას უკავშირდებოდნენ გარკვეული პოლიტიკოსები და კონკრეტული პატიმრების შეწყალებას თხოვდნენ. მას აქვს ეჭვი, რომ პატიმრების გათავისუფლებაში გარკვეული პოლიტიკოსები ქრთამს იღებდნენ. იგი ჯერჯერობით მათ გვარებს არ ასახელებს. იგი პრიკურატურაში უკვე ორჯერ დაკითხეს. მისი თქმით, მან პროკურორთან გვარები დაასახელა.

იტვირთბა....