ციტატა

მეუფე სტეფანე: ვინც ცუდად გებულობს სიტყვა “დააყენოს”, კარგად გაშიფრონ – დააყენონ ენა

[su_quote]რამდენიმე ადამიანის მიმართ, ვინც ყველაზე მიუღებლად იქცევა, იმათ მიმართ გარკვეული ხერხი იქნება – კანონიკური საშუალებებით გამოყენებული, რათა დაცხრენ და ცოტა ხანი დააყენონ ენა. იმათთვის, ვინც ცუდად გებულობს სიტყვა დააყენოს, კარგად გაშიფრონ – დააყენონ ენა და ნუ ჩქარობენ თავისი განაჩენების გამოტანას[/su_quote]

ეს განცხადება ქადაგებისას მეუფე სტეფანემ ცაგერის საკათედრო ტაძარში გააკეთა.

რამდენიმე დღის წინ მეუფე სტეფანემ დედა სოსანას შეურაცხყოფა მიაყენა და მას ჯერ “დებილი დედაკაცი” უწოდა, ხოლო შემდეგ შემდეგი სიტყვებით მიმართა: “რა უბედურება გჭირს ქალო!, დააყენე რაა!“

იტვირთბა....