ახალი ამბები

დაბადების დღის გადახდა ქვეყანაში, რომლის ოცი პროცენტი წართმეული აქვთ, ეს უბრალოდ ცინიზმია – ჭოხონელიძე პოზნერზე

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე, ოკუპანტი ქვეყნიდან, პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა და ამბობოს, რომ საქართველო ამ ცინიზმს არ აიტანს. ამის შესახებ მომღერალმა TV პირველის ეთერში თქვა.

“დაბადების დღის გადახდა იმ ქვეყანაში რომლის ოცი პროცენტი მათ აქვთ წართმეული ეს უბრალოდ ცინიზმია და მეტი არაფერი. რამდენჯერ უნდა აიტანოს საქართველომ ეს ცინიზმი და ხო ხედავთ რომ არ იტანს?! შეგნებული ქართველი თავს ამის საშვალებს არ მისცემს რომ ეს აიტანოს”, — ამბობს ჭოხონელიძე.

შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.

სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.

პოზნერი “რია ნოვოსტთან” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არც ის და არც მისი თანმხლები პირები გასულ ღამეს თბილისში არავის დაუჯარიმებია. თუმცა შსს-მ განცხადება და ქვითრის ფოტო გაავრცელა, სადაც პოზნერის დაჯარიმების ქვითარია გამოსახული.

იტვირთბა....