ახალი ამბები მთავარი

(ფოტო) შსს: პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ჯარიმა გადაიხადეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პოზნერის დაჯარიმების შესახებ განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ არასწორი ინფორმაციაა, თითქოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, გასულ ღამეს არავინ დაჯარიმებულა.

უწყება განცხადებასთან ერთად ჯარიმის ქვითარსაც აქვეყნებს, სადაც ვლადიმერ პოზნერს 2000 ლარიანი ჯარიმა აქვს გამოწერილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ჯარიმა გადახდილია.

“სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს საქართველოში სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი. ამასთან, ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.

სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.

პოზნერი “რია ნოვოსტთან” მიცემულ ინტეერვიუში აცხადებს, რომ არც ის და არც მისი თანმხლები პირები გასულ ღამეს თბილისში არავის დაუჯარიმებია.

იტვირთბა....