“ჩვენ შვილებს კლავენ და თვითონ აქ ჩამოდიან საქეიფოდ”, — ასე გამოეხმაურა არჩილ ტატუნაშვილის დედა, პოზნერის ჩამოსვლას.
“მკვლელებს აჯილდოვებენ ქართველს რომ მოკლვენ. ჩემი შვილის მკვლელებს არ დასჯიან. საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი არ აქვს. ჩვენ საკუთა ოჯახებში არ გვიშვებენ, ამისთვის გვსჯიან, ჩვენ შვილებს კლავენ და თვითონ აქ ჩამოდიან საქეიფოდ და დროის გასატარებლად. რა რეაქცია უნდა მქონოდა, ძალიან გავნერვიული”, – ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა.
არჩილ ტატნუნაშვილი 22 თებერვალს ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მხარე ამბობს, რომ, ის იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, რა დროსაც საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გარდაცვალებიდან 26 დღეში გადმოასვენეს.
შეგახსენებთ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა.
საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, სადილი გამართა სასტუმრო “ვინოტელში”. სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მოგვიანებით, წვეულებაზე მყოფმა პირებმა პოლიციის კორდონის საშალებით დატოვეს სასტუმრო და სასტუმრო “რუმსში” წავიდნენ.
სამოქალაქო პროტესტი მთელი ღამის განმვლობაში “რუმსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდებოდა.
პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი ჩარტერული რეისით, დღეს, გამთენიისას დატოვეს.
პოზნერი “რია ნოვოსტთან” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არც ის და არც მისი თანმხლები პირები გასულ ღამეს თბილისში არავის დაუჯარიმებია. თუმცა შსს-მ განცხადება და ქვითრის ფოტო გაავრცელა, სადაც პოზნერის დაჯარიმების ქვითარია გამოსახული.