ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა

ჭყონდიდის ეპარქიის ინფორმაციით, მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დედა სოსანა და მორჩილი მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა.

“როგორც ახლახან გვაცნობეს, მიტროპოლიტმა სტეფანემ გამოსცა შემდეგი შინაარსის ბრძანება:
ბრძანება #5

მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე”, – ამის შესახებ ნათქვამია ჭყონდიდის ეპარქიის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, 30 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა და ზიარების უფლება ჩამოართვა. ამის შესახებ დედა სოსანამ სხდომაზე გაიგო, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ სპეციალურად ჩაატარა.

სხდომაზე, რომელიც თავად ჭყონდიდის ეპარქიამ გაავრცელა, ეპისკოპოსმა მონაზონს შეურაცხყოფა მიაყენა. მეუფე სტეფანემ დედა სოსანას გათავისუფლების მიზეზად სატელევიზიო სივრცეში გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია დაასახელა. ჩანაწერიდან ჩანს, რომ დედა სოსანა უარყოფს განყენებული მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას ​მისამართით გაკეთებულ ბრალდებას, რომ მას გერმანიაში შვილი ყავს.

იტვირთბა....