ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 28 წლის პატიმარი გარდაიცვალა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, აბანოდან საკანში დაბრუნებისას ის საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გარდაცვლილს ყელის არეში, სავარაუდოდ, ბასრი საგნით ჭრილობა აღენიშნებოდა.
“მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ თანამესაკნეების გადმოცემით თ.ო.-მ 31 მარტს შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი”, — ინფორმაციას პენიტენციური ავრცელებს.