aviabiletebi
ახალი ამბები

ივანიშვილი: ერქომაიშვილი ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიძინა ივანიშვილი ქართველი მუსიკოსისა და ანსამბლ “რუსთავის” ხელმღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ივანიშვილის განცხადებას ფონდი „ქართუ“ ავრცელებს.

„უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ – ჩვენ დაგვტოვა დიდმა მამულიშვილმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა გამორჩეულმა შემოქმედმა, ანზორ ერქომაიშვილმა.

ანზორ ერქომაიშვილი ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს – ჩვენს უნიკალურ კულტურას, ქართული პოლიფონიური მუსიკის გადარჩენის, აღდგენისა და მსოფლიოში ამ საგანძურის გატანის საქმეს.

მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მაგალითი იყო ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს და ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ქართველი მუსიკოსი და ანსამბლ “რუსთავის” ხელმღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ერქომაიშვილი კოვიდინფიცირებული იყო. ის მკურნალობას თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტიდან გადიოდა.

იტვირთბა....