ახალი ამბები მთავარი

ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი და ანსამბლ “რუსთავის” ხელმღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია ანსამბლმა “რუსთავმა” სოციალური ქსელით გაავრცელა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ერქომაიშვილი კოვიდინფიცირებული იყო. ის მკურნალობას თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტიდან გადიოდა.

ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან ვოკალურის ანსაბმლ “რუსთავის” ხელმძღვანელი იყო. 1972-1975 წლებში კი რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი იყო.

ანზორ ერქომაიშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 2014 წელს მიენიჭა. 2020 წელს კი დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

იტვირთბა....