დაავადებათა კონსტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის აცხადებს, რომ “ფაიზერით” ვაქცინაციას შესაძლოა გართულება მოჰყვეს იმ პაციენტებში, რომლებიც კოსმეტიკურ “ფილერს” იყნებენ.
გამყრელიძის თქმით, “ფაიზერის” კოვიდვაქცინის კითხვარს დაემატა ერთი კითხვა, რაც შეეხება კოსმეტიკური ფილერის გამოყენებას
მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში პაციენტის ვაქცინაციას გადადებენ და გამოკვლევებზე გაუშვებენ.
“ფაიზერის ჩექლისტს დაემატა ერთი კითხვა. ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. ფაიზერს ახასიასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური გართულება, იმ ადამიანებში ვინც ხშირად ხმარობს ფილინგებს, რასაც ეძახიან. […] ფილერები, დიახ. ვისაც ფილერები აქვს ხშირად ნახმარი, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას”, – ამბობს გამყრელიძე.
დღეს, 25 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.