ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კულუმბეგოვი: “ასტრაზენეკას გავიკეთებდი კი არა, კარაქიან პურზე გადასმულ დარიშხანს შევჭამდი ეგ რო არ განმიმეორდეს”

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი  ვაქცინაციის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს.

კულუმბეგოვი მისი მეგობრითს მაგალიტზე წერს, რითიც ხაზს უსვამს, რომ ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

“მეგობარმა, რომელმაც კოვიდი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა, ძალიან ლაკონურად ჩამოაყალიბა ვაქცინაციის რაობა და მისი სურვილი, გაიკეთოს აცრა, რადგან ის კოშმარი მის ცხოვრებაში კიდევ არ განმეორდეს.

” ასტრაზენეკას გავიკეთებდი კი არა, კარაქიან პურზე გადასმულ დარიშხანს შევჭამდი ეგ რო არ განმიმეორდეს ..მეხუთე თვე დასრულდა და ბლოკნოტს ვერ ვიშორებ და საუბრისას სიტყვები მავიწყდება” აი ცერი”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ვაქცინით თავდაპირველად სამედიცინო პერსონალი უნდა აცრილიყო. თუმცა დაბალი ჩართულობის გამო ჯანდაცვის ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვნენ. ხოლო, აპრილიდან ვაქცინაზე საყოველთაო იქნება და მსურველების რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

იტვირთბა....