ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოქალაქე: ბერას გინების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა მცემეს

მოქალაქე ზაზა მდივანი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ბერა ივანიშვილისთვის სოციალურ ქსელში გინების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა სცემეს.

მოქალაქემ ამავე ტელეკომპანიასთან საუბრისას ამ ფაქტს სადამსჯელო ოპერაციას უწოდა.

“იყვნენ თვალებამდე აწეული შავი ნიღბით და კაპიშონით, თვალებიც არ ჩანდა.  მიზეზის გარეშე, არც რამე შელაპარაკება. უცებ დამარტყა. შრამი შუბლზე არ არის მუშტით მოყენებული, ეს ან კასტეტია, ან იარაღის ტარია. წავიქეცი, მერე შემდგნენ, კარგად მცემეს და ხმა არ ამოუღიათ. აი, რატომ გცემთ, რისი გულისთვის გცემთ, ან შეეგინებინათ – არაფერი ხმა არ ამოუღიათ. ხომ ხედავთ ჩემს თვალს, მცემეს და უცებ გაიქცნენ. ესენი იყვნენ მოგზავნილები, არ აინტერესებდათ მე ვინ ვარ, რა ვარ.

6 მარტი იყო ხომ, ღარიბაშვილის ჩანაწერები? დიდი რეაქცია მქონდა, უარყოფითი. როგორ შეიძლება, რომ სკოლის მოწაფეზე… ჩაფსმული მივა, ვაბშე ვერ მივა, ვაგინე ბერას Facebook-ზე, სტატუსებზე. ყველა სტატუსზე ვაგინე. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია”. – ამბობს ზაზა მდივანი.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურა, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიებას იწყებს.

ინფორმაციისთვის, ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ცნობისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

 

იტვირთბა....