2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურში 18-დან 30 წლამდე ასაკის 261 000 ადამიანს გაიწვევენ – შესაბამის ბრძანებულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკვე მოაწერა. წვევამდელები სამხედრო სამსახურის ადგილებში წელიწადში ორჯერ – 1 აპრილიდან 15 ივლისამდე და 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე გაიგზავნებიან.
წელს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაიწვიეს 135 000 ადამიანი. შემოდგომის გაწვევა რუსეთში 2016 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო. რუსეთის დუმამ 2025 წლის ოქტომბერში მიიღო კანონი სამხედრო გაწვევის პროცესში ცვლილებების შეტანის შესახებ. ახალი რეგულაციით, გაწვევის კომისიები მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ და ჩატარდება სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმებები.

