კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე აქციაზე,, სადაც საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, პოლიციამ 7 პირი დააკავა. ამის შესახებ “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად არის დაკავებული.
შეგახსენებთ, კახეთის გზატკეცილზე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. ადგილზე აქტივისტები და სამართალდამცველები ერთმანთს დაუპირისირდნენ. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ საქართველოს რეგიონებშიც.