ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: საქართველოში მედია პოლიტიკისგან თავისუფალია

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ქართველჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, მედიის მრავალფეროვნება პოლიტიკური პრულარიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

მისივე თქმით, საქართველოში მედია პოლიტიკისგან დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში მაუწყებლობს.

“დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა! ეს არის პროფესია, რომელიც წარმოუდგენელ შრომას და თავდადებას მოითხოვს.

ჩვენ, პოლიტიკოსები, ყოველდღიურ რეჟიმში ვურთიერთობთ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთან. მიუხედავად მწვავე კამათის, კითხვების და განსხვავებული აზრისა, უდიდეს პატივს ვცემ ყველა თქვენგანის შრომას და მიმაჩნია, რომ მედიის მრავალფეროვნება პოლიტიკური პრულარიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მედია ნამდვილად არის მეოთხე ხელისუფლება, რომელსაც დიდ ძალუფლებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მედია პოლიტიკისგან დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში მაუწყებლობს. ვულოცავ ყველა ჟურნალისტს! გისურვებთ არასდროს გეღალატოთ პროფესიული ღირსებისთვის!,”- წერს ირაკლი ზარქუა.

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.ეს დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს დაარსეს.

იტვირთბა....