ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

ეს დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს დაარსეს.

ქართული ჟურნალისტიკის დღედ 21 მარტი სიმბოლურად დაწესდა. პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი” სწორედ ამ დღეს დაარსდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით კი 21 მარტს გამოიცა.

“მეტრონომი” ულოცავს კოლეგებს პროფესიულ დღესასწაულს და წარმატებას უსურვებს!

იტვირთბა....