დღეს, მთავრობის ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის ორანიზატორია მოძრაობა “სოცაფეთქება”. აქციაზე ორგანიზატორები მთავრობისადმი ულტიმატუმს გააჟღერებენ.
ასევე, აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი მომზადდება, მოიცავს სადავო სამართლებრივ აქტებს.
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 14:00 საათზე დაიწყება.