ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობას მოუწოდებს, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსამდე მისასვლელად

“ვწუხვართ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობით წარმართულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის,” – ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ავრცელებს.

აღნიშნული ქვეყნის საელჩო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსამდე მისასვლელად.

“ვწუხვართ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობით წარმართულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და ინკლუზიური დიალოგი გასაღებია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიის ხარისხის დასაცავად. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსამდე მისასვლელად”, — წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგასენებთ, წუხელ გვიან ღამით ევროკავშირის ოფისში თითქმის 10 საათიანი მოლაპრაკება უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....