ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასტრაზენეკას ფონზე გვერდითი მოვლენები მართლა არსებობს, მაგრამ რისკები მნიშვნელოვნად მცირეა სარგებელთან შედარეით”- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომხდარი შემთხვევა არის დანაკარგი მთლიანი სისტემისთვის.

“არ მაქვს სიტყვები აღვწერო, რამდენად რთული დანაკარგია ეს მთელი სისტემისთვის. სამწუხაროდ ეს შედეგი დადგა, რასაც არ მოველოდით. დანაკარგი დიდია, თუმცა გვესმის რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ რაც უკავშირდება ეპიდემიის პროცესს და როგორია მოსალოდნელი სარგებელი ვაქცინაციის პროგრამის,”- აცხადებს გაბუნია.

გაბუნიას თქმით, ექსპერტთა საბჭომ ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას.

“მართალია, “ასტრაზენეკას” ვაქცინაციით გვერდითი მოვლენები მართლა არსებობს, მაგრამ რისკები მნიშვნელოვნად მცირეა სარგებელთან შედარეით”,’- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო

ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

იტვირთბა....