ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექთნის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება

27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, რომელიც დღეს, 19 მარტს კორონავირისის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ექთნის ცხედარი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ექსპერტიზის ბიუროში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო

იტვირთბა....