ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოლაპარაკების ტექსტი ხდებოდა უშინაარსო და კომიკური” – ზურა ჯაფარიძე მოლაპარაკების პუნქტებზე საუბრობს

პოლიტიკური პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე გუშინდელი მოლაპარაკებების ჩაშლის გამო პასუხისმგებლობის ოპოზიციაზე გადმოტანას უსინდისობად აფასებს.

მისი თქმით, არანაირ დათმობას ხელისუფლება არ აპირებდა და არც აპირებს. შესაბამისად, მოლპარაკება კომიკურ კონდიციამდე მივიდა და შუამავლმა შარლ მიშელთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მოლაპრაკებები დაესრულებინა.

მან ასევე დაწერა, თუ რაზე მიმდინარეობდა, ან არ მიმდინარეობდა საუბარი მოლაპრაკებების დროს.

“სინამდვილეში რა არის არ დავწერ

1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე

2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი.

3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი.

4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი. ჰაერი.

რეალურად არ იდო არაფერი.

მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ “არაფრის” გაუარესებული ვერსია
გაუარესება ხდებოდა ოცნების მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის)
ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ოცნების მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური.

ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმე საათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება.

არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს.

არც აპირებდა.

ფეხზე ჰკიდია შარლ მიშელი ჩაერევა თუ მიშელ ობამა.

SRV რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ

ესაა მოცემულობა.

პ.ს. არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც, სრული სურათი რომ იყოს გასაგები” – დაწერა სოციალურ ქსელში ზურა გირჩი ჯაფარიძემ.

შეგასენებთ, წუხელ გვიან ღამით ევროკავშირის ოფისში თითქმის 10 საათიანი მოლაპრაკება უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....