გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა ევროპული ქვეყნები აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკას“ გამოყენებას განაახლებენ.
როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი აცხადებს, დღეიდან, “ასტრაზენეკას” ვაქცინაცია ქვეყანაში განახლდება.
“ვაქცინის მიერ გამოწვეული რისკები ბევრად დაბალია, ვიდრე არავაქცინირებულ ადამიანებს ვირუსი უქმნის საფრთხეს.”- განაცხადა მან.
ასევე, დღეს საჯაროდ აიცრებიან საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ჟან კასტექსი და ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი
ქვეყნებმა „ასტრაზენეკას“ გამოყენება რანდენიმე პაციენტში ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი ეფექტების გამოვლენის, მათ შორის თრომბის წარმოქმნის, გამო დროებით შეაჩერეს. ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება კი გუშინ ევროპის წამლის სააგენტოს“ მიერ წინასწარი მოკვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღეს.
შეგახსენებთ, გუშინ ახალციხეში მომხდარი ფაქტის გამო, როდესაც ერთ-ერთ ექთანს “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიღების შემდეგ, სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, ექსპერტები და ეპიდემიოლოგები შეიკრიბნენ. მათ მომხდარი ფაქტის გამო ვაქცინაციის პროცესის განვითარების გეგმაზე მსჯელობდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრები გაგრძელდება.