ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

“ვაქცინირებული ექთნის დამძიმების მიზეზი, სავარაუდოდ ანაფილაქსიური რეაქცია გახდა” – ამირან გამყრელიძე

ახალციხის “იმედის” კლინიკის ექთანს ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში სავარაუდოდ განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი. რის შემდეგადაც, მას ადგილზე გაეწია სპეციალური დახმარება, თუმცა გვერდითი მოვლენა არ მოიხსნა და პაციენტი გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ამჟამად თბილისიდან ადგილზე ჩასულია რეანიმატოლოგთა ჯგუფი და ასევე მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა.

“ბრიფინგის ძრითადი მიზანი არის, რომ შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დადგა მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის დროს. მოგეხსენაბთ ვაქცინაცია და წამალი არ გახლავთ დაზღვეული გევრდითი მოვლენისგან. არსებობს მსუბუქი და სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული მოქმედება რაც ვითარდება ამ დროს არის ანაფილაქსიური რეაქცია. რომელიც ვითარდება 20-30 წთ-ში.

დღემდე არსებული სხვა ვაქცინებთან შედარებით, კორონას ვაქცინები გახლავთ უფრო რეაქტოგენული. ანუ იძლევიან უფრო ხშირად რეაქციებს. ანუ მათი გაკეთების შემდეგ ვლინდება სახსრების, კუნთების, თავის ტკივილით. ამ ტიპის გამოვლინებები არის 10 დან 50 %-მდე. ანაფლიაქსიური გამოვლინებები კი შედარებით იშვიათია. საშუალოდ ანაფილაქსიური რეაქციები ხდება 1მლნ-ზე 1 შემთხვევა. თავად ეს რეაქციაც შეიძლება წავიდეს მსუბუქად ან მძიმედ. გვაქვს ასევე ფატალური შემთხვევებიც. ეს არის ყველაზე მძიმე გევრდითი რეაქცია.

დღემდე აცრილი 3365 პაციენტიდან ასეთი გვერდითი მოქმედება იყო მხოლოდ 4. იყო ტემპერატურა, ან კუნთების ტკივილი, რომელიც 2 დღეში როგორც წესი გადის. მაგრამ ანაფილაქსიური რეაქცია აქამდე არ ყოფილა. დღეს ახალციხეში “იმედის” კლინიკაში, სადაც 16 ადამიანი ჰყავთ აცრილი, 12:15 სთ-ზე აიცრა 27 წლის ქალბატონი. რომელიც სისტემატურად იტარებდა სხვა ვაქცინაციას, სადაც არ იყო აღნიშნული რაიმე ალერგიული რეაქციები. აცრის შემდეგ ამ ქალბატონმა ხალხს მოუწოდა აცრის გაქტურებისკენ. სამწუხაროდ 30 წთ-ში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არვიცით ეს იყო ალერგიული თუ სხვა რეაქცია. თუმცა გვეუბნებიან, რომ ეს ჰგავდა ანაფლიაქსიურ შოკს. ექთანს ადგილზე ჩაუტარდა დახმარება, თუმცა გვერდითი გართულება არ მოიხსნა და ის გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში. ამჟამად, თბილისიდან ჩასულია რეანიმატოლოგები და ხდება მისი ტრანსპორტირება თბილისში. ამჟამად მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი ცუდად გახდა და იგი თითქმის სამი საათია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

იტვირთბა....