ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები ჯანდაცვა

“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მდგომარეობა უმძიმესია”- ლალი ტურძელაძე 27 წლის ექთანზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, უმძიმესია 27 წლის მედდის მდგომარეობა, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.

როგორც ტურძელაძემ “მეტრონომთან” განაცხადა, ამჟამად პაციენტის სრული გამოკვლევა მიმდინარეობს და დამატებითი დეტალის მიწოდება არ შეუძლია.

“უმძიმესი მდგომარეობაა, ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს ჩვენთან. ამჟამად უტარდება გამოკვლევები. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მდგომარეობა უმძიმესია,”- განაცხადა “მეტრონომთან” ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. .ის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით,  გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, მოკვლევა დაიწყო.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ექსპერტები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მომხდარი შემთხვევის შემდეგ როგორ განვითარდება ვაქცინაციის პროგრამა ქვეყანაში.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.

იტვირთბა....