მთავარი ციტატა

“ადამიანების ნებაა, აიცრებიან თუ არა, ეკლესია მოძალადის პოზიციაში ვერ იქნება”- მეუფე ვახტანგი

“ყველა ადამიანის თავისუფალი ნებაა აიცრება, თუ არ აიცრება და ვაქცინაციას ვინ როგორ მიიღებს. უნდათ გაიკეთონ, უნდა – არა. სახელმწიფომ, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, მათ უნდა შეძლონ, მეტი აგიტაცია, მეტი პროპაგარდა, გაათვიცნობიერონ, რომ ეს უსაფრთხოა და აუცილებელია პანდემიის დასამარცხებლად. მოძალადის პოზიციაში ეკლესია ვერ იქნება, არც უნდა იყოს.”

მეუფე ვახტანგი – ცურტაველი ეპისკოპოსი

ამის შესახებ მეუფე ვახტანგმა “ფორმულასთანსაუბარში კორონავირუსის ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, 16 მარტს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს და მღვდლმთავრებს თხოვნით მიმართა, რომ ვაქცინაციის პროცესში დაეხმარონ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ პროცესში თითოეულ მღვდელმთავრის და ექიმის როლი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან საზოგადოებას მათ მიმართ ნდობა აქვს.

აღნიშნულ განცხადებას  გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. როგორც ჯაღმაიძემ განაცხადა, ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.

 

 

იტვირთბა....