ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტსასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ აიცრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს.

შეგახსენებთ, 15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინის 43 200 დოზა  ქვეყანაში 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.

15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე, ასევე ექიმები კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ასტრაზენეკას” მიღების შემდეგ გამოწვეული გართულებების არსებობა უარყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “ჯანმო” და  ვროპის წამლის რეგულირების სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებთან კავშირს არ ადასტურებს.

 

იტვირთბა....