“დოკუმენტი შეთანხმებული არ იყო და უნდა შეთანხმებულიყო “ქართულ ოცნებასთან”, მაგრამ ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან. გავიარეთ ყველაფერი ძალიან დეტალურად, რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან.. საღამოს, მე არ ვიცი, რა მოხდა იმ შეხვედრაზე, მაგრამ ძალიან საყურადღებო იყო, რომ “ოცნებამ” დაგვიანონსა, რომ მოლაპარაკებები შეწყდა და პრემიერის ბრიუსელიდან დაბრუნებამდე არ გაგრძელდებოდა.. რამდენიმე წუთში კი ბატონი დანიელსონი გამოვიდა და თქვა, რომ რჩებოდა და მოლაპარაკება ხვალ გაგრძელდებოდა. პირდაპირი წინააღმდეგობა დაფიქსირდა “ოცნებისა” და ევროკავშირის გზავნილს შორის.”
დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარი აქცენტებში” განაცხადა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიდევ ერთი დღით იხანგრძლივებს საქართველოში ვიზიტის დროს.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი ვიზიტი საქართველოში 12-14 მარტის პერიოდში იყო დაგეგმილი. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.