aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში” – კრისტიან დანიელსონი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიდევ ერთი დღით იხანგრძლივებს საქართველოში ვიზიტის დროს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ.

პროცესში ყველა მხარე ძალიან კარგად მუშაობდა. ხვალაც გავარძელებთ მუშაობას და ეს ყველაფერი მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ“, – განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი ვიზიტი საქართველოში 12-14 მარტის პერიოდში იყო დაგეგმილი. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

იტვირთბა....