“გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა,” – ეს განცხადება “ნამოხვანისჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა.
მისივე თქმით, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს საჭირო, პროტესტი “არა ნამახვანჰესს” გაგრძელდება.
„28 თებერვალს გაჟღერებული მოთხოვნები უცვლელია, რაც გულისხმობს იმას რომ უნდა გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც რიონის ხეობის უცხოელი ინვესტორისთვის გადაცემას გულისხმობს. ასევე შეწყდეს ხელშეკრულება, რომელშიც დათმობილია სახელმწიფო ინტერესი, ასევე გაუმქდეს 2015 წლიდან გაცემული ყველა ნებართვა თურქული კომპანიისთვის და ჩვენი მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის ის რომ „ენკამ“ უნდა დატოვოს ხეობა“ კიდევ უფრო მეტი დადგება ამ ან სხვა მოედანზე და ვიქნებით მანამ, სანამ არ დავიცავთ კოლექტიურ ინტერსესს და მიწას“, – განაცხადა აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისსა და თბილისში აქციები იმართება. აქციაზე შეკრებილები კომპანია “ენკას” ხელშეკრულების გაუქმებას და მისი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ. დღეს კი აქტივისტების მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა.