ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისსა და თბილისში აქციები იმართება

ქუთაისის, ცენტრალურ მოედანზე “ნამოხვანისჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილები კომპანია “ენკას” ხელშეკრულების გაუქმებას და მისი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

დღეს აქტივისტების მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დაემატა. როგორც ისინი აცხადებენ, ნათია თურნავამ მათ შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც თანამდებობა უნდა დატოვოს.

პარალელურად თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სოლიდარობის მდუმარე აქცია მიმდინარეობს.

იტვირთბა....