ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს მიმართავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

“დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისსა და თბილისში აქციები იმართება.

იტვირთბა....