ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე ნიკოლოს ბასილაშვილის მიერ დოჰას ტურნირის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურა, სადაც ის შვილს, ლუკას მიმართავს.
როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილისთვის ალიმენტი წილიწად ნახევარია რაც არ გადაუხდია და სახლს სასამართლო გზით ართმევს.
“ამას არ დავწერდი ნამდვილად რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით”, – წერს ანა აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულია. ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2 სეტში მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა. ჩოგბურთელმა თამაში დასრულების შემდეგ შვილს და ქართველ გულშემატკივარს ქართულ ენაზე მიმართა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობაშია ბრალდებული. ჩოგბურთელი ცოლს 2020 წელს დაშორდა.