ქართველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობის ფინალის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ბასილაშვილმა გულშემატკივრებსა და თამაშის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
ჩოგბურთელმა ბოლოს ქართულ ენაზე შვილს და ქართველ გულშემატკივარს მიმართა:
“ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ შენ ხარ ჩემთვის ყველაზე მაგარი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს – მადლობა თქვენ გულშემტკივრობისა და მხარდაჭერისთვის.” – აღნიშნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულია. ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2 სეტში მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.
ბასილაშვილი ამ გამარჯვებით 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს და მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდება.