“კახი კალაძე იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, თავად კალაძის პოზიციაზეა დამოკიდებული.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” საუბრისას განაცხადა.
აღნიშნული საკითის განხილვისას კობახიძემ დაშინა, რომ – ” მაგრამ ეს, არის სხვა შემთხვევა. კახი კალაძის დამსახურებიდან გუნდის წინაშე.”
“იქნება თუ არა კახი კალაძე მერობის კანდიდატი, ეს პირველ რიგში, დამოკიდებულია კახი კალაძეზე. შეიძლება იყოს სხვა შემთხვევა, სურდეს ვინმეს პოზიციაზე დარჩენა, მაგრამ გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილება. მაგრამ ეს, არის სხვა შემთხვევა. კახი კალაძის დამსახურებიდან გუნდის წინაშე. კახი კალაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, კახი კალაძის პოზიციაზეა დამოკიდებული ეს საკითხი.
ეს არის ტაქტიკური საკითხი და როდესაც წინასწარ აკეთებ განცხადებას კანდიდატთან დაკავშირებით, გარკვეულ ფარდობით უპირატესობას უქმნი ოპონენტს, აქედან გამომდინარე ხდება ყოველთვის ისე, რომ კანდიდატის დასახელება ხდება არა 7 თვით ადრე, არამედ 2 თვით ადრე,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, გუშინ, “მთავარმა არხმა” გაავრცელე ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს.
გავრცელებულ ინფორმაციას კი დღეს თბილისის მერი, კახი კალაძე გამოეხმაურა. რომელმაც განაცხადა, რომ – ,,მსგავსი ინფორმაცია კი არ ვრცელდება, არამედ თქვენ ავრცელებთ, ოპოზიციური მედიასაშუალებები და სიცრუეს ტირაჟირებთ. არჩევნებამდე დარჩენილია შვიდი თვე, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი არჩევნები, როდესაც შვიდი თვით ადრე წარმოდგენილია კანდიდატი. რა თქმა უნდა, ვიღებთ კონსულტაციებში მონაწილეობას, რომ შევარჩიოთ, ვინ იქნება სხვადასხვა რაიონში საკრებულოს წევრი, მერები და ა.შ. ეს არის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძლდება. კანდიდატის ვინაობა ერთი თვით ადრე ცხადი იქნება და გაიგებთ ყველაფერს, ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. მე ვარ ქალაქის მერი, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება კანდიდატთან დაკავშირებით, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, ვინ იქნება ეს“, – განაცხადა კალაძემ.