ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ შეცვლის კახი კალაძეს – ახალი მერის ვინაობა ცნობილია

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს, რომელიც 2018 წლიდან გაეროში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია,” – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

“ფორმულა” წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პოლოლიკაშვილმა შეთავაზება მმართველი გუნდისგან უკვე მიიღო, თუმცა მმართველ გუნდს მისი თანხმობა ჯერ არ აქვს.

ამასთან, აღნიშნული ტელეკომპანის ინფორმაციით, გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებს პარტიის თავმჯდომარემ გუშინ სხდომაზე გააცნო. სხდომას კახი კალაძე არ ესწრებოდა.

“ფორმულას” წყარო ამბობს, რომ “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს თავმჯდომარემ უთხრა, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება და ის სავარაუდოდ გუნდს მალე დატოვებს, მაგრამ “ფორმულას” ცნობით, მმართველ გუნდში ამ გადაწყვეტილებას ყველა არ ეთანხმება.

“ქართულ ოცნებაში” ადასტურებენ, რომ კონსულტაციები მერობის კანდიდატზე დაიწყო. კითხვაზე არის თუ არა ერთ-ერთი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ამბობენ, რომ საზოგადოება მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდოს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ფორმულა ზურაბ პოლოლიკაშვილს დაუკავშირდა, თუმცა პოლოლიკაშვილმა დროის არქონის მიზეზით კითხვას არ უპასუხა.

 

 

იტვირთბა....