ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გინების კორიანტელი იყო, როცა ჩემმა შვილმა გინესის რეკორდი დაამყარა, მაგრამ გაგიგიათ ოდესმე, რომ ჩემი დაცვის წევრი ვინმესთან მისულიყო?” – მიხეილ სააკაშვილი

“სხვათა შორის, გინების კორიანტელი იყო, როცა ჩემმა შვილმა გინესის რეკორდი დაამყარა, მაგრამ გაგიგიათ ოდესმე, რომ ჩემი დაცვის წევრი ვინმესთან მისულიყო?” – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა “დღუს სტუმარში” საუბრისას განაცხადა.

მიხელ სააკაშვილმა აღნიშნულ გადაცემაში “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე  პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღვანდელი განცხადება შეაფასა.

“რაც შეეხება ჩემი ოჯახის წევრებს, მინისტრებთან მათ არევას არავის ვურჩევ, რადგან მათ და ჩემს ნათესავებს თვითონ ჰქონდა აკრძალული მინისტრებთან ურთიერთობა.

მაგალითად, ბაკურიანში ვიყავი, შვილთან ერთად, საბაგიროზე და ისეთი გინება წამოვიდა გვერდით საბაგიროდან, რომ ჩემი დაცვის წევრმა მკითხა, ხომ არ მივიდე და დაველაპარაკოო, მე ვუთხარი – არც გაბედოთ!

სხვათა შორის, გინების კორიანტელი იყო, როცა ჩემმა შვილმა გინესის რეკორდი დაამყარა, მაგრამ გაგიგიათ ოდესმე, რომ ჩემი დაცვის წევრი ვინმესთან მისულიყო?

რაც შეეხება დედაჩემს, მე ვკითხე და ერთადერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა, როცა ანსამბლებისთვის რამდენიმე გასტროლს ამზადებდა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნება ოლიგარქიული რეჟიმის სტილია, რომელსაც ”ქართული ოცნების” ცხრა წლიანი მმართველობის განმავლობაში ვხვდებით.

კომენტარი ზედმეტია ამ გაურკვეველ ბოდვაზე, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ 2011 წელს ხელისუფლებას ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა – როცა ოლიგარქი, გაზპრომის აქციონერი პოლიტიკაში მოსვლას ცდილობს, წერილს წერილზე წერს და არავინ დაინტერესდა ხელისუფლებიდან, ვინ ვის აკაჩავებდა?

თუ მაშინ ეს არსებობდა და შესაბამისმა ორგანოებმა არაფერი გააკეთეს, ეს ნიშნავს, რომ მაშინ სისტემა ჩამოშლილი იყო და ეს რომ ასე არ იყო, მე მგონი ცხადია.

ქვეყანას სჭირდება – საყოველთაო ეროვნული შერიგება!

2012 წლის კატასტროფა (”ქართული ოცნების” მოსვლა) 2021 წლის შერიგებამ (”ქართული ოცნების” წასვლამ) უნდა გადაწონოს.

დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მივიღოთ, რათა ”ფულიანი ბიძა” ქვეყანას არ მოაჯდეს.

ხელისუფლებას ხალხის უნდა ეშინოდეს, ასე კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.” – განაცხადა ექსპრეზიდენტმა “დღის სტუმარში”.

შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.

ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

11 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურამა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების შესახებ გახდა ცნობილი.

პროკურატურის გადაწყვეტილებას  “ტვ პირველი” გამოეხმაურა, ტელეკომპანიის განმარტებით, ხელისუფლება ტელევიზიაში შეჭრას აპირებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ადუიოჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადებით, ეს ყველაფერი სიყალბეა და ამაში ექსპრეზიდენტ მიხეილ საააკშვილი გავლენა იკვეთება.

 

იტვირთბა....