პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართული იქნება ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა. ამის შესახებ მან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, დანიელსონი საქართველოს წუხელ ეწვია და მისი ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. მან შეხვედრებიუკვე გამართა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. დღეს, ასევე დაგეგმილია ოპოზიციური ძალების წარმომადგენელებთან შეხვედრებიც.